პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინამ დამატებით საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო.
“უკრაინის მოკავშირეებმა კიევს მიაწოდეს დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები და თვითმფრინავების ნაწილები, რათა გაიზარდოს მათი ფლოტი და შეაკეთონ უკრაინის არსენალში არსებული დაზიანებული თვითმფრინავები“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის იარაღის და საბრძოლო მასალის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.