spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პენტაგონი – უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მხოლოდ რუსეთისთვის იყო მოულოდნელი

უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას კიევის მოკავშირეები და პარტნიორები არ გაუკვირვებია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

 

“ვფიქრობ, თუ ვინმეს ეს გაუკვირდა, ალბათ, რუსებს. 

 

რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გამოავლინეს უკრაინელებმა საოცარი ადაპტირება და უნარი, გამოიყენონ თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები დიდი ეფექტით. ამიტომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ასე სწრაფად მოქმედებენ“, – განაცხადა რაიდერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები