პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS-ს შეიძენს.
თავდაცვის უწყებამ კონტრაქტი უკვე გააფორმა ამერიკულ კომპანია Raytheon Co-სთან.
ვაშინგტონმა უკრაინას დამატებით 3 მილიარდი დოლარი გამოუყო. აღნიშნული საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენა ამ დახმარების პაკეტის ნაწილია.