spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პესკოვი – ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა, განკარგულება საჭირო არ არის

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, განკარგულების გაცემა არ არის საჭირო, რადგან ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა.

 

“პრეზიდენტმა თქვა, რომ კონსულტაციას გაივლიდა იურისტებთან და ადვოკატებთან. გაცნობებთ, რომ განკარგულების გაცემა არ არის საჭირო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა გვაქვს ამ საკითხზე. შესაბამისად, წერტილი დასმულია. ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა”, – განაცხადა პესკოვმა.

 

პესკოვის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ გაუგზავნა დეპეშები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებს “ნებისმიერი გამოძახების შეჩერებისა და შემდგომი გაუვრცელებლობის შესახებ“. 

 

მისივე თქმით, პუტინის 21 სექტემბრის ბრძანება ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შესახებ შესრულდა – 300 000 ადამიანი გაწვეულია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები