spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პესკოვი – სამხედროსთვის თავის მოკვეთის კადრები საშინელებაა, უნდა გადავამოწმოთ მსგავს ფაქტს თუ ჰქონდა ადგილი

კრემლი უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯის კადრებს ცინიკურად გამოეხმაურა, პუტინის პრესმდივანმა ვიდეოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის თავის მოკვეთის კადრებით “საშინელი“ უწოდა.

 

“სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრები სამხედრო მოსამსახურისთვის თავის მოკვეთის შესახებ საშინელებაა, ჩვენ უნდა შევამოწმოთ მათი ავთენტურობა. გადასამოწმებელია ჰქონდა თუ არა ადგილი მსგავს ფაქტს, თუ ჰქონდა, სად და რომელი მხარის მიერ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

 

სოციალურ ქსელში რუსების მიერ უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ვიდეო გავრცელდა. გამოქვეყნებულ კადრებზე უკრაინამ გამოძიება უკვე დაიწყო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ კომპეტენტური ორგანოები ადგენენ უკრაინელი ჯარისკაცის ვინაობას, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა სიკვდილით დასაჯეს.

 

ვიდეოს უკვე გამოეხმაურნენ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები