spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პეტიცია – ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა

თავისუფლების ინსტიტუტმა, ლაზარე გრიგორიადისის მამამ და 8 მარტის აქციის კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა პარლამენტის წინ ერთობლივი პეტიცია წარადგინეს, რომლითაც ითხოვენ აქტივისტების საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

 

“ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული და ამას ადასტურებს ლაზარეს წინააღმდეგ მიმდინარე ხელისუფლების უბინძურესი, შავრაზმული დემონიზების კამპანია, მისთვის მჯავრის დადებამდე.

 

სისხლის სამართლის დევნა ასევე მიმდინარეობს თორნიკე აკოფაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ორი წელი ქართულ ჯარში მსახურობდა, ათი თვე უკრაინაში იბრძოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი 8 მარტის აქციაზე დააკავეს.

 

თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეების ხელით მართულ სასამართლოს არ შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ ზეწოლას და მეტიც, ლაზარესა და თორნიკეს უსამართლო დევნაში მას საკვანძო როლი აქვს.

 

იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ხელით საქართველოს 21 წლის მოქალაქეების სამაგალითოდ დასჯა თავიდან ავიცილოთ, ლაზარესა და თორნიეკს საქმე უნდა განიხილონ არა სანქცირებული სასამართლო კლანის მიერ შერჩეულმა, დანიშნულმა და მართულმა მოსამართლეებმა, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.

 

სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, არსებითია, რომ მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში კორუმპირებული მოსამართლეები საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ.

 

“ნაფიცთა მსაჯულება მარტო იმითაა სანატრელი, მარტო იმითაა კარგი, რომ სჯის და მსაჯულობს სინიდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა” – ილია ჭავჭავაძე.

 

მოვითხოვთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გაფართოვდეს იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარესა და თორნიკეს სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილითა და 187  მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის, მათ შორის, არსებითი განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეზე, ლაზარე კი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდეს გირაოთი”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები