ჩეხეთი, ახალი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, პაველმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ჰქონდეს ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ზელენსკის ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მისალმებისა და კიევში ვიზიტის მიწვევისთვის.
დღეს პაველმა ასევე დაადასტურა, რომ გაზაფხულზე სლოვაკ კოლეგასთან ერთად უკრაინაში ჩასვლას აპირებს.