თბილისმა უნდა გაიგოს, რომ ცვლილებებია საჭირო საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, მედიის შევიწროება საქართველოს ევროპის საწინააღმდეგო მიმართულებით მიაქანებს.
“თავისუფალი პრესა და მედია არის საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობა, მაგრამ ისეთი მიუღებელი წინაპირობები, როგორიცაა წამყვანი ჟურნალისტების გაჩუმება, დაშინება და მათი გასამართლება, საქართველოს ევროპის საწინააღმდეგო მიმართულებით მიაქანებს.
თუ წინათ ევროპარლამენტი იმედოვნებდა, რომ საქართველოს მთავრობას ექნებოდა კეთილი ნება, ახლა მოვითხოვთ ცვლილებას. დროა, თბილისმა გაიგოს, რომ ცვლილებებია საჭირო საქართველოში“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.