ბატონმა შოთაძემ ეს ინფორმაცია ზედმიწევნით კარგად იცოდა. “ქართული ოცნების” შიგნით არსებობენ ინდივიდები, რომლებიც განაწყენებული არიან ხელისუფლებაზე და ასეთებიც შეიძლება “ეჭვმიტანილები” იყვნენ ინფორმაციის მიწოდებაში, – მის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“ბატონმა შოთაძემ ეს ამბავი, ეს ინფორმაცია ზედმიწევნით კარგად იცოდა, იმიტომ, რომ სახელმწიფოს სისტემური ორგანიზებული მფარველობის გარეშე ეს დანაშაულებრივი სინდიკატი ვერ იმოქმედებდა.
რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” შიგნით არსებობენ ინდივიდები, რომლებიც განაწყენებული არიან ხელისუფლებაზე და ასეთებიც შეიძლება “ეჭვმიტანილები” იყვნენ ინფორმაციის მიწოდებაში, აქედან გამომდინარე, ალბათ, დრო ყველაფერს გვაჩვენებს, იმიტომ, რომ გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.