spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პეტრე ცისკარიშვილი – ეს პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად ეშინია “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოკრული ბილბორდების

ეს პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად ეშინია “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის”  მიერ გამოკრული ბილბორდების, მასზე დატანილი შინაარსის, რადგან ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც შეცვლის ამ რეჟიმს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ნეიტრალური ბილბორდების გაკვრას არ აპირებს.

“ეს პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად ეშინია “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის”  მიერ გამოკრული ბილბორდების, მასზე დატანილი შინაარსის, რადგან ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც შეცვლის ამ რეჟიმს, ვინც მოვა მომავალ ხელისუფლებაში, ვინც წაიყვანს ქვეყანას ევროკავშირისკენ, ვინც არ დაუშვებს საქართველოს იზოლაციას და სიღატაკეს და ეს იცის “ქართულმა ოცნებამაც” და ამიტომ, თავისი მექანიზმებით, რომლებიც მას გააჩნია, აშინებს ბიზნესს, არ აძლევს უფლებას, რომ გამოაკრან ის ბილბორდები, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აპირებს.

ჩვენ არ ვაპირებთ ნეიტრალური ბილბორდების გაკვრას, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი გზავნილის  თქმას და იმ შინაარსის დატანას, რომელიც არის აქტუალური და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის გამარჯვებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებზე”, –  განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, “ვისოლის” კომპანია “ალმა” მათ ქალაქში ბილბორდების გაკვრაზე უარს ეუბნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები