ჩვენ ვისმენთ ამ მთავრობის მხრიდან წუწუნს იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენი მისამართით გაცივდა, აღარ გვემეგობრებიან, პარტნიორული ურთიერთობები შეწყვიტეს – დიახ, იმიტომ შეწყვიტეს, რომ ეს თქვენი ინიციატივით მოხდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი. ჩვენ ვისმენთ ამ მთავრობის მხრიდან წუწუნს იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენი მისამართით გაცივდა, აღარ გვემეგობრებიან, პარტნიორული ურთიერთობები შეწყვიტეს – დიახ, იმიტომ შეწყვიტეს, რომ ეს თქვენი ინიციატივით მოხდა, ძვირფასებო. თქვენ მიიღეთ “რუსული კანონი”. ამიტომაც, უკვირთ ამ ადამიანებს, რომ ფინანსური ნაკადები დასავლეთიდან დაშრა. “რუსული კანონიც” ხომ სწორედ ამ ფინანსების წინააღმდეგ იყო მიმართული”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.