spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პეტრე ცისკარიშვილი – ივანიშვილის ზეგავლენების გარეშე უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, ამ საარჩევნო ველში მიხეილ სააკაშვილიც უნდა იყოს

ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენების გარეშე უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამ საარჩევნო ველში მიხეილ სააკაშვილიც უნდა იყოს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი მარტო უნდა დარჩეს, რომ ყველაფრის დათმობა მოუწიოს.

“ოცნების” მხარდამჭერები ნელ-ნელა უნდა შემოიფრცქვნას, მარტო რომ დარჩება ბიძინა ივანიშვილი, მერე ყველაფერი მოუწევს. აქამდე უნდა მივიდეს ვითარება. მხოლოდ ახალი არჩევნები ჩავნიშნე კი არა, მონიტორინგის კომიტეტის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენების გარეშე უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამ საარჩევნო ველში მიხეილ სააკაშვილიც უნდა იყოს. პოლიტიკური პროცესი ისე უნდა წავიდეს, რომ იგივე შეცდომა არ დავუშვათ, რაც ოქტომბერში, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში იყო გამოკეტილი და აქ საარჩევნო კამპანია მიდიოდა ისე, თითქოს არაფერი. ველზე უნდა იყოს ყველა და მერე გამოჩნდება, ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში.

ჩვენ, როგორც რიგითი მომიტინგეები, ყოველთვის ვართ რუსთაველზე. მე ვთვლი, რომ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს რუსთაველის გამზირთან. შეიძლება, პარტიების მიმართ დიდი ნდობა არ იყოს, მაგრამ ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მარტო დავტოვოთ”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები