spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პეტრე ცისკარიშვილი – მიშა უნდა იყოს თავისუფალი და ესენი უნდა იყვნენ რუსეთში

“ივანიშვილის დავალებას ასრულებენ ეს მონები, მაგრამ როგორც ესენი ფიქრობენ, რომ კიდევ 9 წელი იქნებიან ხელისუფლებაში და მიშა იქნება ციხეში, ასე გამოვა. მიშა აუცილებლად იქნება თავისუფალი, ესენი კიდე რუსეთში”,  – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

“ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ ეს მონები და პირდაპირ აგზავნიან მესიჯს, რომ სანამ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, მიშა იქნება ციხეში, ამით ინარჩუნებენ ძალაუფლებას, ეს არის მათი ბერკეტი, ამით აჩვენებენ ერთგვარ ძალას საკუთარ ამომრჩეველსაც, მაგრამ როგორც ესენი ფიქრობენ, რომ კიდევ 9 წელი ხელისუფლებაში იქნებიან, მიშა ციხეში იქნება, ასე არ გამოვა, ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მიშა უნდა იყოს თავისუფალი და ესენი უნდა იყვნენ რუსეთში”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 4,5 წელი მიუსაჯა. მას ასევე დაუმატა 12 მარტის განაჩენი  ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები