spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პეტრე ცისკარიშვილი – მოსამართლე ასრულებს იმ დავალებას, რასაც იღებს რეჟიმისგან

მოსამართლე ასრულებს იმ დავალებას, რასაც იღებს რეჟიმისგან. სააკაშვილის, როგორც მთავარი ოპოზიციური ფიგურის, რეჟიმს ძალიან ეშინია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც “ოცნების“ პიარპროპაგანდისტი, ისე წარდგა მოსამართლე საზოგადოებისა და მედიის წინაშე.

“მოსამართლე ასრულებს იმ დავალებას, რასაც იღებს რეჟიმისგან. სააკაშვილის, როგორც მთავარი ოპოზიციური ფიგურის, რეჟიმს ძალიან ეშინია. ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ უზრუნველყოს, სააკაშვილის დარჩეს საკანში, არ გამოვიდეს გარეთ, არ იყოს თავისუფლებაზე, არ იყოს ხალხთან, არ იყოს კამპანიაში.

როგორც “ოცნების“ პიარპროპაგანდისტი, ისე წარდგა მოსამართლე საზოგადოებისა და მედიის წინაშე, გაემართლებინა რატომ აძლევს ამხელა ვადას ადამიანს, რომელმაც პირდაპირი გაგებით, სიბნელიდან და ჭაობიდან, კორუფციიდან, კრიმინალიდან ამოიყვანა ქვეყანა, 12-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები