spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პეტრე ცისკარიშვილი – ყველას აქვს წინასწარი შეგრძნება, რომ ეს კაცი გაყალბებული არჩევნებისთვის ქუჩაში სისხლის დაღვრას აპირებს

მთავარი ინდიკატორი, რაც უნდა იყოს არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებისთვის, პრაქტიკულად, მომსპარია. ბოლო გაბრძოლება იქნება დემოკრატიის, ხალხის, ქართველი ამომრჩევლის ამ მცოცავი ავტოკრატიის წინააღმდეგ, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილს, როგორც კრიმინალური დაჯგუფების ბოსს, ვალდებულება აქვს, რომ თავი მოაჩვენოს თავის მხარდამჭერებს, რომ ის მყარად არის, რომ ის გაიმარჯვებს და არავისი და არაფრის არ ეშინია. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ყველას აქვს წინასწარი შეგრძნება, რომ ეს კაცი არა მხოლოდ გაყალბებას, არამედ გაყალბებული არჩევნებისთვის ბრძოლას და ქუჩაში სისხლის დაღვრას აპირებს. ამიტომ, უფრთხის ყველა.

მთავარი ინდიკატორი, რაც უნდა იყოს არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებისთვის, პრაქტიკულად, მომსპარია. ბოლო გაბრძოლება იქნება დემოკრატიის, ხალხის, ქართველი ამომრჩევლის ამ მცოცავი ავტოკრატიის წინააღმდეგ, რომლის დამყარება 27 ოქტომბრიდან უკვე განზრახული აქვს.

“რუსული კანონი” იმის გარდა, რომ საგარეო ვექტორს რუსეთისკენ აბრუნებს ბიძინა ივანიშვილი, ამასაც ემსახურება, რომ დემოკრატია საბოლოოდ მოსპოს ქვეყანაში”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები