spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პეტრე ცისკარიშვილი – რა პროვოკაციებზე ლაპარაკობენ ეს მართლა პროვოკატორები, წარმოუდგენელია ასეთი რაღაცის დაბრალება

რა პროვოკაციებზე ლაპარაკობენ ეს მართლა პროვოკატორები, წარმოუდგენელია ასეთი რაღაცის დაბრალება, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის   გია ვოლსკის ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს, რის გამოც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში გამგზავრებაზე უარი თქვა. 

 

ცისკარიშვილის განცხადებით,  „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მშვიდად გაემგზავროს უკრაინაში. 

 

“პროვოკაციებზე საუბარი ცოტა სასაცილოა, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, არავინ არაფერს არ გეგმავს, ნურაფრის ეშინიათ, კიევიდან რუსული ჯარებიც გასულია, მათი მოკავშირების, ასე რომ მათი უსაფრთოება აბსოლუტურად უზრუნველყოფილია უკრაინის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, არაფერი ემუქრებათ. 

 

ჩვენ ამაზე არც გვიფიქრია, არავის აზრად არ გაუვლია, რა პროვოკაციებზე შეიძლება ლაპარაკობენ  ეს მართლა პროვოკატორები.  წარმოუდგენელია ასეთი რაღაცის დაბრალება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები