spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პეტრე ცისკარიშვილი – როგორც ჩანს, ახალი პოლიტიკური პლატფორმის გაკეთების გეგმა თავიდანვე ჰქონდათ

ვალი მოიხადა მელიამ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი გააკრიტიკა, სინამდვილეში ისევ “ნაციონალურ მოძრაობასა” და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს დაესხა თავს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“23 ნოემბერს, როდესაც მიხეილ სააკაშვილისა და ჩვენი პარტიის ინიციატივით გამოქვეყნდა ერთობის მანიფესტი, ეს იყო შანსი, გაწოდებული ხელი ჩამოსართმევად, რომ შემოერთებოდა მელიაც, სხვა ჩვენი ყოფილი კოლეგები ამ მანიფესტს, გაეზიარებინათ მანიფესტი, დაბრუნებულიყვნენ პარტიაში, მაგრამ ამაზე მათ უარი თქვეს.

 

როგორც ჩანს, ახალი პოლიტიკური პლატფორმის გაკეთების გეგმა თავიდანვე ჰქონდათ და დღეს მოვისმინეთ ერთგვარად ზრდილობის გულისთვის გაკეთებული განცხადება, ვალი მოიხადა მელიამ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი გააკრიტიკა, სინამდვილეში ისევ “ნაციონალურ მოძრაობასა” და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს დაესხა თავს”, – განაცხადა ცისკარიშვილმა “ფორმულას” ეთერში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები