რუსულ-ჩინურ ბანაკში “ქართული ოცნება” გვკეტავს ორი მიზეზის გამო – თვითონ დიდხანს შეინარჩუნონ ხელისუფლება და მეორე – მათმა კლანმა, რამდენიმე ასეულმა ოჯახმა მიიღოს ძალიან დიდი მოგება საკუთარი ჯიბეებისთვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“შეურაცხმყოფელი ნარატივი ისმის “ქართული ოცნებიდან” ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ. “გლობალური ომის პარტია”, თითქოს ვიღაც ომში გვითრევს და რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლელი პარტნიორები ცდილობდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას.
ამ რუსულ-ჩინურ ბანაკში “ქართული ოცნება” გვკეტავს ორი მიზეზის გამო – თვითონ დიდხანს შეინარჩუნონ ხელისუფლება და მეორე – მათმა კლანმა, რამდენიმე ასეულმა ოჯახმა მიიღოს ძალიან დიდი მოგება საკუთარი ჯიბეებისთვის”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.