spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პეტრე ცისკარიშვილი – საერთაშორისო დიპლომატიური წნეხი მომდევნო თვეების განმავლობაში უფრო მეტად გაიზრდება

საერთაშორისო დიპლომატიური წნეხის ზეწოლა არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილზე, არამედ მთლიანად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, ე.წ. “ქართულ ოცნებაზე“ მომდევნო თვეების განმავლობაში უფრო მეტად გაიზრდება, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

 
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში გამოგონილი ბრალდებებით ჰყავს “ქართულ ოცნებას”.

 

“საერთაშორისო დიპლომატიური წნეხის ზეწოლა არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილზე, არამედ მთლიანად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, ე.წ. “ქართულ ოცნებაზე“ კვირიდან კვირამდე და მომდევნო თვეების განმავლობაში უფრო მეტად გაიზრდება.

 

აღმოსავლეთით ევროპის გაფართოების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი არის მიხეილ სააკაშვილი იგივე ბატონ სიკორსკისთან, კარბილთან ერთად. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ არჩევნები ტარდებოდეს ისე, რომ ამ რაღაც გამოგონილი, შეთითხნილი ბრალდებებით საკანში, ციხეში იყოს გამოკეტილი ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი”, – განაცხადა პეტრე  ცისკარიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები