ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩატარებული არჩევნები იქნება დეჟავიუ 26 ოქტომბრის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმს ნელ-ნელა ბევრი თანამშრომელი დატოვებს.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა კიდევ ბევრი სხვა თანამდებობის პირი ჩამოსცილდება ამ რეჟიმს, ისინი გადაწყვეტენ, რომ ხალხის გვერდით დადგნენ, გადმოვიდნენ საქართველოს ინტერესების მხარეს და არ დარჩნენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი კლანის ერთგული. ეს მიიყვანს საქართველოს საბოლოო გამარჯვებამდე.
თუ ამ რეჟიმის დემონტაჟი არ მოხდა და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ ჩამოსცილდა, მაშინ არანაირ ხელახალ თუ ვადამდელ არჩევნებს აზრი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩატარებული არჩევნები იქნება დეჟავიუ 26 ოქტომბრის”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.