spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პეტრე ცისკარიშვილი – თუ “ქოცებისთვის” ან მათი მხარდამჭერებისთვის საკმარისი არ იყო ევროპის რეზოლუცია, ახლა უკვე ბუნდესტაგის რეზოლუცია შეუძლიათ, იხილონ

თუ “ქოცებისთვის” ან მათი მხარდამჭერებისთვის საკმარისი არ იყო ევროპის რეზოლუცია,  ახლა უკვე ბუნდესტაგში მიღებული რეზოლუცია შეუძლიათ, იხილონ. საქართველოს არავინ აძალებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს ჩვენი არჩევანია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა  განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არის დამაბრკოლებელი რგოლი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უშლის ხელს.

“ამ საერთო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ოჯახში – ევროკავშირში უნდა საქართველოს გაწევრიანება და “ქართული ოცნება” აღმოჩნდა იმ დამაბრკოლებელ რგოლად, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, რომ იქამდე მივიდეთ.

აქედან გამომდინარეობს, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი მეგობრების წუხილი.

თუ “ქოცებისთვის” ან მათი მხარდამჭერებისთვის საკმარისი არ იყო ევროპის რეზოლუცია,  ახლა უკვე ბუნდესტაგში მიღებული რეზოლუცია შეუძლიათ, იხილონ. საქართველოს არავინ აძალებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს ჩვენი არჩევანია, ისტორიული მიზანია, საუკუნეების წინ მიღებული გადაწყვეტილებაც კი არის ეს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები