spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პეტრო პოროშენკომ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

კიევი: უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

 

ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

 

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ხმის მიცემის უფლებით 35 მილიონი ამომრჩეველი სარგებლობს.

 

არჩევნებში 39 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან ფავორიტები შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.

 

11:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 16%-მა მიიღო. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები