spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფაიკ ოსთრექი – არჩევნებზე იყო ძალიან დაძაბული გარემო, ასევე დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები, ხმის ფარულობის დარღვევა და არათანაბარი პირობები

ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავაკვირდეთ ამ არჩევნებს, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფაიკ ოსთრექმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი.

“ნატოს საპარლამენტო ასამბლეა არის ნატოსგან ცალკე არსებული სტრუქტურაა და მე ვსაუბრობ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით და არა ნატოს სახელით. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პარტნიორობა საქართველოში დაიწყო 25 წლის წინ და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორობა. რაც შეეხება, საერთო ფასეულობებს, როგორიც არის ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი.

მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ძალისხმევა საქართველოს მხარდასაჭერად და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველო დგას ძალიან მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე. კანონი, რომელიც არის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, არის ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი. ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავაკვირდეთ ამ არჩევნებს.

არჩევნებზე იყო ძალიან დაძაბული გარემო, ასევე დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები, ხმის ფარულობის დარღვევა და არათანაბარი პირობები. ჩემი მოვალეობაა, რომ მოვამზადო ანგარიში ამ არჩევნებზე, რადგან, შემდეგ, ასამბლეამ ხელახლა გადასინჯოს და ახალი კალიბრით შეამოწმოს, როგორ განაგრძოს ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარდაჭერას გავუწევთ ქართველ ხალხს, ვისაც უნდა ევროკავშირსა და ნატოში“, – განაცხადა ფაიკ ოსთრექმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები