spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა

აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

 

ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის საჩუქრად გადმოცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

17 ივლისს კი ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარია ნახევარ მილიონ დოზაზე. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები