spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოშია

ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოშია.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

 

“პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს 24 ივლისს 12 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება.

 

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე -booking.moh.gov.ge„ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

 

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს .

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები