ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ორგანიზაცია “დროას” მიერ ხვალ ლარსის გამშვებ პუნქტთან დაგეგმილ აქციას ეხმიანება.
მისი აზრით, ხოშტარია პუტინის დავალებას ასრულებს.
“ელენე ხოშტარია ხვალ ლარსის საბაჟოსთან აორგანიზებს აქციას – უნდა გააპროტესტოს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში. ფაქტია, ეს არის პუტინის პირადი დავალება, რომ როგორმე „მგიმოელმა“ „რუბლოვნამ“ შეაკავოს რუსების ბრძოლისუნარიანი მამაკაცები”- წერს ნიკოლეიშვილი.