spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ფარული ჩანაწერი ვერ ამტკიცებს ვინმეს ბრალეულობას”

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფარული ვიდეოჩანაწერი ჩემთვის რაიმე ბრალდების დამადასტურებელი არ არის, – ამის შესახებ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე 2004-2005 წლებში საზღვრის დამდგენი კომისის ხელმძღვანელმა მალხაზ მიქელაძემ განაცხადა.

მიქელაძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად შევიდა.

როგორც მიქელაძემ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, ფარული ჩანაწერი ვერ ამტკიცებს ვინმეს ბრალეულობას. 

„ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა კითხვები აქვს საგამოძიებო ორგანოს. ჩვენ მზად ვართ, დასმულ კითხვებს ვუპასუხოთ. შეიძლება, გამოკითხვაზე დაბარება უკავშირდებოდეს ფარულ ვიდეოჩანაწერს; შეიძლება, სხვა კითხვებიც ქონდეთ. ამ ვიდეოჩანაწერით, მალხაზ მიქელაძის ბრალეულობა არ დასტურდება, მას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ მას ბრალს წარუდგენენ, თუმცა დღეს როგორც გამომძიებელმა განმარტა, ის დაბარებულია მოწმის სახით“, – განაცხადა ადვოკატმა ივანე ჩიტაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები