spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფეხბურთის ისტორიაში პირველად მსაჯმა თეთრი ბარათი გამოიყენა

21 იანვარს პორტუგალიის ქალთა ჩემპიონატში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც “ბენფიკა” და “სპორტინგი” უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მატჩი რომელშიც არბიტრმა თეთრი ბარათი გამოიყენა.

 

მატჩის მსვლელობისას სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ფეხბურთელი შეუძლოდ გახდა, ამ დროს კი მას დახმარება ორივე გუნდის ექიმებმა გაუწიეს.

 

სწორედ ამ მიზეზით, მთავარმა მსაჯმა ექიმებს თეთრი ბარათი უჩვენა, რაც განსხვავებით ყვითელი და წითელი ბარათებისგან, დადებით შინაარსს ატარებს, მას უჩვენებენ მაშინ, როდესაც მეტოქეები “Fair play”-ის პრინციპებს იცავენ.

 

<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”pt” dir=”ltr”>As equipas médicas de Benfica e Sporting receberam cartão branco após assistirem uma pessoa que se sentiu mal na bancada <a href=”https://t.co/ihin0FAlJF”>pic.twitter.com/ihin0FAlJF</a></p>&mdash; B24 (@B24PT) <a href=”https://twitter.com/B24PT/status/1616835067044577280?ref_src=twsrc%5Etfw”>January 21, 2023</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები