spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფეთჰულაჰ გიულენი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პენსილვანიაში პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, გავლენიანი თურქი მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი გარდაიცვალა.

თურქული მედიის ცნობით, ის ბოლო პერიოდში საავადმყოფოში მკურნალობდა.

რელიგიური ლიდერი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწინააღმდეგე იყო. თურქეთის ხელისუფლება მას 2016 წლის 15 ივნისის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად მოიაზრებდა, რასაც მაშინ 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 200-მდე კი დაშავდა.

თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფდა.

გიულენი მოძრაობა “ჰიზმეტის” ლიდერი იყო. მას მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს. მოძრაობის ცნობით, მათი მთავარი დანიშნულება ახალი თაობის მუსლიმებისთვის განათლების მიწოდებაა.

ფეთჰულაჰ გიულენი 1999 წლიდან აშშ-ში დევნილობაში ცხოვრობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები