spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფილიპინებზე „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ფილიპინებზე „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით, “ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

არსებული ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირების ორი შემთხვევა, რაც შესაბამისი კვლევებით უკვე დადასტურებულია. ორივე შემთხვევაში ინფიცირებული პირები ქვეყანაში ახლად ჩასული ვიზიტორები აღმოჩნდნენ. 

 

შესაბამისი განცხადება უკვე გააკეთა ჯანდაცვის დეპარტამენტმა, რომლის მიხედვითაც ინფიცირებული პირები ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან. ისინი ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ და ტესტირების შედეგად ახალი შტამით ინფიცირება დაუდგინათ. 

 

ქვეყანაში, ჯამში, „ომიკრონით“ სავარაუდო ინფიცირების 48 შემთხვევაა გამოკვლეული, თუმცა ახალი შტამის მხოლოდ ორი ფაქტი დადასტურდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები