ფინეთი არ გეგმავს ნატოში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანებას, თუ თურქეთთან პრობლემები შეანელებს მეზობელი ქვეყნის შესვლას, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გარწმუნებთ, რომ შვედეთის საქმე ჩვენია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წინ მივდივართ ხელიხელჩაკიდებული”, -განაცხადა საული ნიინისტემ.
აღსანიშნავია, რომ სტოლტენბერგი დღეს ჰელსინკში იმყოფება, სადაც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი განიხილება.
თურქეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის შესვლას ბლოკავს და მათ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.