spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა.

 

კენჭისყრის მონაცემებით, ხმების 28,3%-ით ალექსანდრ სტუბი ლიდერობს, მეორე ადგილზეა პეკა ჰავისტო 25,8%-ით.

 

მესამე ადგილზეა იუსი ჰალა-აჰო 16,1%-ით, მეოთხეზე კი ოლი რენი 15,5%-ით.

 

თუმცა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

 

არჩევნების ამჟამინდელი ლიდერია ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე სტუბი, ახლა პროფესორი და ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტის დირექტორია, რომელიც 2014-2015 წლებში პრემიერ-მინისტრობამდე რამდენიმე მინისტრის პოსტს იკავებდა. მეორე ადგილზე კი, მცირე სხვაობით, ფინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პეკა ჰავისტოა.

 

მეორე ტური ორ წამყვან კანდიდატს შორის, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები