დარწმუნებული ვარ, ეს რუსული ხელისუფლება მოშორდება ქვეყანას, მაგრამ იაგო, რა თავმოსაწონი ამბავია, რომ ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” დამხმარე გამოდიხართ თქვენ? – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში რეალური პრობლემებია და ამ დროს “ქართულმა ოცნებამ” მერკანტილური მიზნებისთვის შემოაგდო თემა, რომლითაც გააუარესა ქალების მდგომარეობა.
“ხელისუფლება თავის ტყუილებიანად უნდა გამოვცვალოთ და დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, “ქართულ ოცნებას” გავისტუმრებთ, ეს რუსული ხელისუფლება მოშორდება ქვეყანას.
ქვეყანაში მართლა პრობლემებია თავზე საყრელი და “ქართულმა ოცნებამ” თავისი მერკანტილური მიზნებისთვის შემოაგდო თემა, რომლითაც გააუარესა ქალების მდგომარეობა. “ქართული ოცნება” იღებს ქალების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. გადავხედოთ ევროკავშირში მიღების წინაპირობას, არის თუ არა იქ ერთ-ერთ საკითხად გენდერული თემა? ფულის ტომრების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” საარჩევნოდ სჭირდება. რაც შეეხება იაგოს, რა თავმოსაწონი ამბავია, რომ ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” დამხმარე გამოდიხართ თქვენ?”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.