spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფიქრია ჩიხრაძე – “ქართულ ოცნებას” შეახსენეს, რომ მათ მიერ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია არ დარჩება პასუხის გარეშე

აშშ-ში გამართული დებატები კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ამერიკის ხელისუფლებას საქართველოსთვის აქვს ორი მესიჯი. ერთი განკუთვნილია “ქართული ოცნებისთვის”, მეორე – ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ Front News-თან “ლელოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

 

“აშშ-ში გამართული დებატები კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ამერიკის ხელისუფლებას საქართველოსთვის აქვს ორი მესიჯი. ერთი განკუთვნილია “ქართული ოცნებისთვის”, მეორე – ქართველი ხალხისთვის.

 

“ქართულ ოცნებას” ძალიან კარად უთხრეს, რომ მათ მიერ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია არ დარჩება პასუხის გარეშე და შეახსენეს, რომ “რუსული კანონის” მიღებით “ოცნებამ” გადაკვეთა წითელი ხაზები.

 

თუმცა, ქართველი ხალხისთვის ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ აშშ ძალიან კარგად ხედავს ქართველი ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ და რომ გაგრძელდება აშშ-ისგან ქართველი ხალხის მხარდაჭერა”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები