გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი პარლამენტის თანხმობას მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს, – ამის შესახებ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
“პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში იყო 24 საათით. დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) პარლამენტის თანხმობას მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს”, – წერს პიტერ ფიშერი.