spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ფიშერი – გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირებთან შედარება არასწორია, ჩვენ მეგობრები ვართ და არა მტრულად განწყობილი უცხო ძალები

გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირებთან შედარება არასწორია. ჩვენ მეგობრები ვართ და არა მტრულად განწყობილი უცხო ძალები, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

ელჩის თქმით, ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის ბოლო 30 წლის გამოცდილებიდან, რომ გერმანია საქართველოს მეგობარია.

“პატივი მივაგე 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის დემონსტრაციის დროს საბჭოთა არმიის მიერ მოკლული ქართველების ხსოვნას.

აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხმა პროტესტი გამოთქვა იმავე მიზეზით და 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაინგრა. თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა მუდმივი ამოცანაა.

უკვე თვეებია, ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია.

გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირებთან შედარება ასევე არასწორია. ჩვენ მეგობრები ვართ და არა მტრულად განწყობილი უცხო ძალები. ეს ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის ბოლო 30 წლის გამოცდილებიდან”, – წერს პიტერ ფიშერი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „დაახლოებით 35 წლის წინ, მაშინდელი საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას და სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს გარკვეული პერიოდის შემდეგ 9 აპრილიდან, დღეს უკვე სხვა გარე ძალები ცდილობენ, ხელოვნურად გახლიჩონ ქართული საზოგადოება და მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავს დროზე საბჭოთა „კაგებე“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები