მიუღებელია ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიას და სხვებზე თავდასხმა და მათთვის ზიანის მიყენება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს.
“8 ელჩი “ტვ პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს სოლიდარობის გამოსახატავად საავადმყოფოში ეწვია.
მიუღებელია ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა და მათთვის ზიანის მიყენება.
გვითხრეს, რომ პოლიცია რამდენიმე მეტრში იყო და არ ჩარეულა. საით მიდიხარ საქართველო?” – წერს ფიშერი.