ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა განაცხადა
მისივე თქმით, ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ რა სურთ, როგორი მმართველობა სურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება სურთ.
“ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა.
ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი. ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ.
ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე არა. ევროკავშირის კარი ღიაა. როგორც მეგობარმა მსურს გითხრათ და მე მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი დამემოწმება, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებ როგორც მეგობარი. თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე, თქვენი გადასაწყვეტია”, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.