spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ფიშერი – თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს

თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს.

“საგანგაშო ცნობები მოვისმინეთ დაკავებულთა ოჯახებისგან. თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ამ გულწრფელ შეფასებას საქართველოსადმი პატივისცემისა და მეგობრობის გამო ვაჟღერებ, რაც ყველამ იცის ჩემგან და კარგად დოკუმენტირებულია.

ნათლად რომ ვთქვა: გერმანიის მთავრობაზე 39 წელია, ვმუშაობ და ინსტრუქციებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიღებ – არა რაიმე გამოგონილი “დიფ სთეითისგან”, – წერს ელჩი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები