spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლადამთავრებულების სასერტიფიკატო გამოცდა ჩატარდა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლადამთავრებულების სასერტიფიკატო გამოცდა ჩატარდა.

 

წელს ონის სალოტბარო სკოლასთან ერთად – გორის, წალენჯიხის, სამტრედიის, ახალციხის, ფოთის, ოზურგეთის და თელავის 31 მოსწავლე მონაწილეობდა.

 

ონის სალოტბარო სკოლიდან სასერტიფიკატო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს სოფო ჩიკვილაძემ, ნანუკა მაისურაძემ და ქეთი ჯელაძემ.

 

სალოტბარო სკოლის დამთავრება კურსდამთავრებულებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ მიულოცა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

 

“სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თითოეული სალოტბარო სკოლის მოსწავლემ დამსახურებულად მიიღო სერტიფიკატი.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერია უამრავ წარმატებას და ბედნიერ მომავალს უსურვებს ონელ ნიჭიერ ახალგაზრდებს“, – აცხადებენ ონის მუნიციპალტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები