spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ფოთის მერი – აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახალ პროექტებზე მუშაობას

ფოთში, გზის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად, მიმდინარეობს სამი ფენა ასფალტბეტონის საფარის მოწყობა გურიის, სამეგრელოს და ლარნაკას ქუჩებზე. სამუშაოები შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაფინანსებით ხორციელდება.

რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მალე დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გოგოლიშვილის, დანელიას და საეკლესიოს ქუჩებზე.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატთან, გიორგი ხახუბიასთან ერთად დაათვალიერა.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს ვეკუას, პეტრე იბერის, მზარელუას და ერეკლე მეორის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი.

სამუშაოები დაწყების ეტაპზეა: ზამბახიძის, მაკალათიას, ჭონქაძის, კაცაძის, პუშკინის და შევჩენკოს ქუჩებზე.

“წელს, ჯამში 16 ქუჩაზე დასრულებული გვექნება საგზაო ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება. პარალელურად, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახალ პროექტებზე მუშაობას”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები