spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფოთში #11 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს სახეში ცხელი ყავა შეასხეს

ფოთში #11 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს სახეში ცხელი ყავა შეასხეს. 

 

დამკვირვებლის თქმით, მას შემდეგ დაუპირისპირდენენ, რაც კოორდინატორს, რომელიც  სამაგიდო სიაში გაცემულ თანხებს მიუთითებდა, სიების ჩვენება მოთხოვა. 

 

“უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანაში ქალბატონს ჰქონდა სიები და ჰქონდა მითითებული თანხები, ვის რამდენი მისცა, ვერ მოვახერხე წართმევა, ხანში შესული ქალბატონი იყო, პატივი ვეცი და თხოვნით მივმართე, თუ შეგიძლიათ ეს სიები მომაწოდეთ-მეთქი. გვერდიდან ბეიჯიანი მამაკაცი მივიდა, მას გამოართვა სიები და მე ცხელი ყავა შემასხა სახეში”, – განაცხადა ოპოზიციის დამკვირვებელმა.

 

ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები