ქალაქ ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 130 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო როგორც შიდა ინფრასტრუქტურა ასევე გარე სივრცე. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 3 885 000 ლარი შეადგინა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით.
“მიხარია, რომ ირაკლი ხახუბიას ჩართულობით დაწყებული, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება წარმატებით დასრულდა. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის”- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ახალი საბავშვო ბაღი ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ბექა თორიამ დაათვალიერეს.