ფოთში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავაადმყოფოში.
“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები.
მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე: 0493 22 12 95
ფოთის მერია მოგიწოდებთ, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან”, – აღნიშნულია ფოთის მერიის ინფორმაციაში.