spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნება

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი პარლამენტარი თინა ბოკუჩავა იქნება. გავრცელებულ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის ლიდერი დარეჯან ცხვიტარია ადასტურებს.

 

“ეს არის რეფერენდუმი, ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. ამიტომაც, ფრონტის წინა ხაზზე დგებიან პარლამენტარები. მარტო თინა ბოკუჩავა არ არის, ყველა პარლამენტის წევრი დგება ასეთ კვანძურ, სტრატეგიულ ქალაქებში კანდიდატებად და ბრძოლისთვის არიან მზად”, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.  

 

“ნაციონალური მოძრაობა” მერობის კანდიდატებს დღეს, 21:00 საათზე დაასახელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები