spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ფოთში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან გზებისა და ტროტუარების გაწმენდა დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6000-მდე აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

მოსალოდნელი უამინდობის გამო, ორშაბათს და სამშაბათს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება. ასევე, 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება ფოთის საჯარო სკოლებშიც.

მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები