ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ინფორმაციით, პროკურატურამ 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.
“დღეს პროკურატურამ PHR -ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.
პროკურატურამ უარი თქვა PHR -ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია.
PHR აგრძელებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას მიაწვდის სიახლეებს საქმის განვითარებასთან დაკავშირებით.
საქმეზე მუშაობენ ადვოკატები: ანა თავხელიძე, ანა არგანაშვილი”, – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FPHR.HumanRights%2Fposts%2Fpfbid0EFiXmLLnJJJjMCKJMGtSUzdWE1LFhheyKkXDAktia34vj4fjqGaZw4PKp7j8vnaul&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”342″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>