ჩემთვის, გასაოცარია, როცა პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ მე არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე. ჩემთვის, სრული უარყოფაა იმისა, თუ რასაც დემოკრატია გულისხმობს , – ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ფრედერიკ პეტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში ქვეყნებს შორის განხილვები მიმდინარეობს იმასთან, ვინც რაიმე საკითხს არ ეთანხმება.
“ევროკავშირი გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით. ევროპაში ჩვენ ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის, გასაოცარია, რომ როგორც პარლამენტარი, პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ – მე არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე. ჩემთვის, სრული უარყოფაა იმისა, თუ რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ. ევროკავშირი დასაწყისიდან ამ საფუძველზე იდგა. განხილვები ევროპაში მიდის იმ ხალხთან, ვინც არ გეთანხმება”, – განაცხადა ფრედერიკ პეტმა.