spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფრედერიქსენი – გრენლანდიის მომავალი განისაზღვრება გრენლანდიაში, გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი გრენლანდიის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ გრენლანდია მის მოსახლეობას ეკუთვნის.

“დანიის მთავრობის პოზიცია აბსოლუტურად ნათელია. გრენლანდიის მომავალი განისაზღვრება გრენლანდიაში. გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავისი ვაჟის დონალდ ტრამპ უმცროსის გრენლანდიაზე ჩასვლას გამოეხმაურა და თავის სოციალურ ქსელში დაწერა: “ხალხი უზარმაზარ სარგებელს მიიღებს, თუ და როდესაც გრენლანდია გახდება ჩვენი ქვეყნის ნაწილი. ჩვენ მოვუვლით და დავიცავთ მას ბოროტი გარე მსოფლიოსგან. გავხადოთ გრენლანდია კვლავ დიადი!”

დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეძენის სურვილი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც გამოუთქვამს.

აღსანიშნავია, რომ დანიის მეფემ, ფრედერიკ X სამეფოს გერბი შეცვალა და გრენლანდიის და ფარერის კუნძულების გამოსახულება უფრო მკვეთრი გახადა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი გრენლანდიის გარშემო გაზრდილი დაძაბულობის გამო იყო გადადგმული.

კუნძული გრენლანდია დანიის სამეფოში შემავალი ავტონომიური ტერიტორიაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები