spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფრიდი – აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს სრულ ფინანსურ სანქციებს

აშშ განიხილავს ფინანსური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ.  აშშ-მა აღნიშნა, რომ ივანიშვილი გაცილებით უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ მთავრობასთან, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილმა კოორდინატორმა დენიელ ფრიდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდა, რომ საქართველოს მთავრობასთან კონფრონტაცია აერიდებინა.

“არსებობს პრესის ანგარიშები, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს ფინანსური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კონფრონტაცია აერიდებინა ბიძინა ივანიშვილთან და საქართველოს მთავრობასთან.

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია განიხილავს სრულ ფინანსურ სანქციებს, მე ამას ვერ ვიტყვი დანამდვილებით, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის სიმართლე.

აშშ-მა აღნიშნა, რომ ივანიშვილი გაცილებით უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ მთავრობასთან და სავარაუდოდ, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს”, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები